მონასტრის ისტორია
ბოდბის მონასტერი საუკუნეებია არა მხოლოდ სულიერი, არამედ საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი იყო. მეჩვიდმეტე საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სკოლა, სადაც ისწავლებოდა როგორც საღვთისმეტყველო, ისე საერო საგნები. მონასტერს ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი ჰქონდა. XVIII საუკუნეში ბოდბე მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი იყო. ცნობილმა მღვდელმთავარმა იოანე მაყაშვილმა 1823 წელს სავანე ხელახლა გაამშვენა.გრამ მისი გარდაცვალების (1837) შემდეგ რუსი ეგზარქოსების ბრძანებით ბოდბის ეპარქია გაუქმდა და მონასტერი და სემინარიაც დაიხურა. თუმცა აღდგენისათვის თავგანწირულად იღვაწეს არქიმანდრიტმა მაკარიმ და მიხეილ საბინინმა, რომლებმაც ქართული გალობა გააცოცხლეს და წმინდა ნინოს ლუსკუმიც განაახლეს. დღეს ბოდბე კვლავ სულიერი თავშესაფარია. აქ აღევლინება ყოველდღიური ლოცვა, იღებენ მოლოცველებს და ინახავენ წმინდა ნინოს უხრწნელ ხსოვნას. მონასტერი დღესაც ცდილობს სულიერი განათლების, ქართული ტრადიციის და ლოცვის ადგილი იყოს, სადაც ყველას შეუძლია მშვიდად მივიდეს და მადლი მიიღოს. ბოდბის მონასტერი ოდითგანვე არა მხოლოდ სულიერ, არამედ საგანმანათლებლო და კულტურულ კერას წარმოადგენდა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სკოლა, სადაც ღვთისმეტყველებასთან ერთად საერო მეცნიერებებსაც ასწავლიდნენ და ინახებოდა ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი. XVIII საუკუნეში ბოდბე მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი იყო. ცნობილმა მღვდელმთავარმა იოანე მაყაშვილმა 1823 წელს კვლავ გაამშვენა სავანე, მაგრამ მისი გარდაცვალების (1837) შემდეგ რუსი ეგზარქოსების ბრძანებით ბოდბის ეპარქია გაუქმდა და მონასტერი და სემინარიაც დაიხურა. მიუხედავად ამისა, ბოდბის სულიერი ცხოვრება არ მიჩერებულა — არქიმანდრიტმა მაკარიმ ქართული გალობის აღორძინებას ხელი შეუწყო, მიხეილ საბინინმა კი წმინდა ნინოს ლუსკუმი განაახლა და საფუძველი დაუდო დედათა მონასტრის გახსნას. დღეს ბოდბე კვლავ სულიერი თავშესაფარია, სადაც წმინდა ნინოს საფლავზე ლოცვა ყოველდღე აღევლინება და ყველას აქვს შესაძლებლობა მოილოცოს და მადლი მიიღოს.
0:00
0:00
ფოტო-გალერეა

The magnificent facade of St. George Church

The stunning iconostasis and altar

Byzantine-style frescoes adorning the central dome

Evening service with candlelight illumination