წმინდა გიორგის ეკლესია
პირველი ტაძარი წმ. ნინოს საფლავზე მეფე მირიანმა ააგო IV საუკუნეში. V საუკუნეში ტაძარი ვახტანგ გორგასალმა გააფართოვა, სამნავიანი ბაზილიკის სახე კი მან VIII-IX სს.-ში მიიღო. შუა საუკუნეებში აქ ხდებოდა კახთა მეფეების კურთხევა. XIX ს. დასაწყისისთვის საეპისკოპოსო ასზე მეტ ეკლესიას აერთიანებდა. ეკლესიაში არსებული წარწერის მიხედვით XIX საუკუნის 20-იან წლებში იგი საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ. მოხატულობა ზეთის საღებავებითაა შესრულებული. მისი გამაგრება და გაწმენდა მოხდა 1997 წელს. ეკლესიის კედლებზე წარმოდგენილია სცენები ძველი და ახალი აღთქმებიდან, წმიდა გიორგის და წმიდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები, იოანე ბოდბელის ორი პორტრეტი. ბოდბის ტაძრის კანკელი, ისევე როგორც კედლის მხატვრობა, 1823 წელსაა შესრულებული ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე მაყაშვილის (ბოდბელის) მიერ.
0:00
0:00